Home



'TGL ჯგუფი' - საქართველოს საცალო ვაჭრობის ლიდერი კომოპანია, დაარსდა თბილისში 2000 წელს.

კომპანიას ოპერირებს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, რომელიც მოიცავს 28 მაღაზიას თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ბათუმში.
ჩვენ ვართ ოფიციალურად უფლებამოსილი დილერები და ვფლობთ ექსკლუზიურ უფლებას რეალიზაცია მოვახდინოთ ისეთი ცნობილი სპორტული ბრენდების ავთენტური მოდელებისა, როგორებიცაა Nike, Adidas, Puma, Under Armor, Reebok, Asics და Weider. ჩვენს მფლობელობაშია მონობრენდული მაღაზიები და ხელს ვუწყობთ მომხმარებელს მიიღონ საუკეთესო გამოცდილება შოპინგისგან.
ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ბრენდების გაერთიანება - ამავდროულად, ასორტიმენტს დავამატეთ უამრავი ტრენაჟორი, ველოსიპედი, საკვები დანამატები, სპორტული აქსესუარები და შევქმენით მაღაზია TOPSPORT-ი, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ბრენდების ნაკრებს. TOPSPORT- ის მონახულებისას, მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეიძინონ თითქმის ყველა ძირითადი ნივთი, რომელიც აუცილებელია სპორტული ცხოვრებისათვის.
გახსნის დღიდან, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება მივიღეთ და მოვიპოვეთ მათი პატივისცემა.
ჩვენ ასევე წარმოგიდგენთ Giordano-ს, რომელიც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში წამყვანი ყოველდღიური სამოსის ბრენდია. Giordano საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ბრენდი გახდა.
წლების განმავლობაში, 'TGL ჯგუფი' გაიზარდა და მოახდინა საქმიანობის დივერსიფიკაცია. 2011 წელს წარმატებით ჩავერთეთ სარესტორნო ბიზნესში და გავხსენით უკრაინული რესტორანი 'ხუტაროკი', რომელიც პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ადგილობრივებს შორის, არამედ უცხოელ სტუმრებშიც.
ჩვენ მივესალმებით ყველა იმ მომხმარებელს, რომლისთვისაც მნიშვნელობანია უნაკლო მომსახურება, დახვეწილი გარემო და გამორჩეულობა. გმადლობთ…

განახლებული კოლექციები

TGL GROUP - მოგვწერეთ