რესტორანი „ხუტაროკ სითი“ გაიხსნა 2011 წლის 4 აგვისტოს და მდებარეობს თბილისის ერთ – ერთ მთავარ ქუჩაზე. ჩვენი მენიუ შედგება უკრაინული ტრადიციული კერძების მრავალფეროვანი და გემრიელი ასორტიმენტისაგან, რომელიც აგრეთვე მოიცავს გრილზე შემწვარ კერძებს. ჩვენთან დაგხვდებათ დიდი პარკინგი, 30 პერსონაზე გათვლილი ნათელი ტერასა და ბარი სასმელის დიდი არჩევანით. დარბაზი დაყოფილია სექციებად, სადაც ჯამურად შეგვიძლია განვათავსოთ 60 პერსონა, აქვე დაგხვდებათ 3 განცალკევებული VIP კუპე.

ჩვენი რესტორანი არა მხოლოდ ის ადგილია, სადაც გემრიელად და კარგადად მომზადებულ კერძებს მოგართმევენ, არამედ ის საუკეთესო არჩევანია მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან მხიარული შეხვედრებისთვის, რომანტიული საღამოებისთვის, ოჯახური სუფრისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისა და ბანკეტებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვების ხარისხი და გემო, არამედ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სასიამოვნო მყუდრო გარემოს შექმნას, საუკეთესო მომსახურების ხარისხს და მეგობრულად განწყობილ პერსონალს.

ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სტუმრებზე, ვითვალისწინებთ მათ ყველა საჭიროებასა და სურვილს, ყურადღებით ვისმინეთ მათი მოსაზრებებს, მუდმივად ვვითარდებით და ვაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს. ჩვენ მივისწრაფით სრულყოფილებისკენ. ჩვენთან, მეგობრების წრეში ჩვეულებრივი ვახშამიც კი სპეციალურ და უნიკალურ ელფერს იძენს და იქცევა დაუვიწყარ მოვლენად. ჩვენი პერსონალი დაგეხმარებათ მენიუს შედგენასა და არჩევანის გაკეთებაში, იზრუნებენ თქვენს კომფორტზე, თქვენთვის შერჩეულ გემრიელ საკვებსა და დახვეწილ სასმელებზე. ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენ თავი კომფორტულად იგრძნოთ.
რესტორანი „ხუტაროკ სითი“- განასახიერებს პრესტიჟს, ხარისხს, მომსახურების უმაღლეს დონეს, შესანიშნავ სამზარეულოს და სასიამოვნო დროსტარებას.
ჩვენ ყველაფერ საუკეთესოს თავი მოუყარეთ თქვენთვის!
ჩვენ ყოველთვის გელოდებით !!!
დიდი მადლობა, რესტორანი „ხუტაროკ სითი“
 

მისამართი:

თბილისი, საქართველო

ვაჟა-ფშაველას #11, ტელ.: 2 37 46 64; 2 37 45 54
----------------------------