ადიდასი (1949 წლიდან სტილიზებული როგორც adidas) არის გერმანიული მრავალეროვნული კორპორაცია, რომლის სათაო ოფისი განთავსებული ჰერცოგენაურახში. ის ქმნის დიზაინს და აწარმოებს ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ეს არის ევროპაში ყველაზე მსხვილი სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მას სიდიდით მეორე ადგილი უკავია.

ეს არის Adidas Group-ის ჰოლდინგური კომპანია, რომლის შემადგენლობაშიც შედის სპორტული ტანსაცმლის კომპანია Reebok, TaylorMade-Adidas Golf Company (მათ შორის Ashworth), მიუნხენის ბაიერნის და ავსტრიული ფიტნეს ტექნოლოგიების კომპანია Runtastic-ის 9.1%. ადიდასის 2016 წლის შემოსავალმა 19,29 მილიარდი ევრო შეადგინა.

adidas-ი 1949 წლის 18 აგვისტოს დარეგისტრირდა ადოლფ დასლერის მიერ მას შემდეგ, რაც კომპანიაში Gebrüder Dassler Schuhfabrik-ში ოჯახური უთანხმოება მოხდა მასსა და მის უფროს ძმას რუდოლფს შორის. უფრო ადრე, რუდოლფმა დააფუძნა კომპანია Puma, რომელიც აგრეთვე განთავსებულია ჰერცოგენაურახში და სწრაფად გახდა Adidas– ის ბიზნეს კონკურენტი. კომოპანიის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დიზაინი, ჩვეულებრივ, შედგება სამი პარალელური ზოლისაგან რაც აგრეთვე adidas– ის ოფიციალურ ლოგოშია გამოყენებული.
 

მისამართები:

თბილისი, საქართველო

ვაჟა-ფშაველას #8, ტელ.: 2 14 19 91
----------------------------
რუსთაველის გამზ. #1, ტელ.: 2 93 45 31
----------------------------
სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“, ტელ.: 574 78 99 11
----------------------------
სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“, ტელ.: 571 71 00 66
----------------------------

ბათუმი, საქართველო

ბარათაშვილის ქ. #44, ტელ.: 230 96 36, 222 11 66