ნაიკი არის ამერიკული მრავალეროვნული კორპორაცია, რომელიც ეწევა ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აღჭურვილობის, აქსესუარების და სერვისების დიზაინს, განვითარებას, წარმოებას და მსოფლიოს მასშტაბით მარკეტინგსა და გაყიდვებს. კომპანიის სათაო ოფისი განთავსებულია ბავერტონთან, ორეგონთან ახლოს, პორტლანდის მეტროპოლიტენის რეგიონში. ეს არის ატლეტური ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელი და სპორტული აღჭურვილობის მთავარი მწარმოებელი, რომლის შემოსავალი 2012 წლის ფისკალურ პერიოდში აღემატებოდა 24.1 მილიარდ აშშ დოლარს. 2012 წლის მონაცემებით, მას მსოფლიოში 44,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 2014 წელს, მხოლოდ ბრენდის ღირებულება შეფასებული იყო 19 მილიარდ დოლარად, რაც მას სპორტულ ბიზნესებს შორის ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად აქცევს.

კომპანია დაარსდა 1964 წლის 25 იანვარს, Blue Ribbon Sports-ის სახელწოდებით, ბილ ბოვერმანისა და ფილ ნაითის მიერ, ხოლო 1971 წლის 30 მაისს, მან ოფიციალურად მიიღო სახელწოდება Nike, Inc.. კომპანიის სახელწოდება მომდინარეობს გამარჯვების ბერძენი ქალღმერთი ნიკე-სგან. Nike აწარმოებს პროდუქტებს საკუთარი ბრენდის სახელით, ისევე როგორც მომდევნო ბრენდებს: Nike Golf, Nike Pro, Nike +, Air Jordan, Nike Blazers, Air Force 1, Nike Dunk, Air Max, Foamposite, Nike Skateboarding და შვილობილი კომპანიების სახელით, რომელთა შორისაა ბრენდი Jordan, Hurley International და Converse. Nike ასევე ფლობდა Bauer Hockey (რომელსაც მოგვიანებით დაერქვა Nike Bauer) 1995 და 2008 წლებში, ხოლო კიდევ უფრო ადრე ფლობდა ისეთ ბრენდებს როგორებიცაა - Cole Haan და Umbro. სპორტული ტანსაცმლისა და აღჭურვილობის დამზადების გარდა, კომპანია ოპერირებას უწევს საცალო მაღაზიებს სახელწოდებით Niketown. Nike მთელ მსოფლიოში ცნობილ სპორტსმენებსა და სპორტულ გუნდებს უწევს სპონსორობას, მისი, მსოფლიოში ყველაზე ცნობადი და აღიარებული სავაჭრო ნიშნით "Just Do It" - და Swoosh- ის ლოგოთი.
 

მისამართები:

თბილისი, საქართველო

ვაჟა-ფშაველას #8, ტელ.: 2 30 96 36
----------------------------
რუსთაველის გამზ. #1, ტელ.: 2 99 57 10
----------------------------
სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“, ტელ.: 2 47 57 67
----------------------------
სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“, ტელ.: 574 78 99 11
----------------------------

ბათუმი, საქართველო

ბარათაშვილის ქ. #20, ტელ.: 22 00 95