Giordano International Limited არის ჰონგ-კონგში ბაზირებული, მამაკაცის, ქალთა და ბავშვთა ტანსაცმლის და აქსესუარების საერთაშორისო საცალო ვაჭრობზე ორიენტირებული კომპანია. Giordano დაარსდა 1981 წელს. ის ამჟამად ასაქმებს 8,100-ზე მეტ ადამიანს და მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს მისი 2,800-ზე მეტი მაღაზია. მისი ამჟამინდელი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი არის დოქტორი პიტერ ლაუ კვოკ კუინი. ჯორდანო არის აზიის ერთერთი ყველაზე წარმატებული რითეილ კომპანია და მოიცავს შემდეგ ბრენდებს: "Giordano", "Giordano Junior", "Giordano Ladies", "BSX" და "Concepts One". 1991 წლიდან ჯორდანო ჰონგ კონგის საფონდო ბირჟის ჩამონათვალშია სავაჭრო ნიშნით 709.HK. Giordano დაარსდა 1981 წელს ჯიმი ლაის მიერ.
Tკომპანია ამჟამად ოპერირებს უამრავ ბაზარზე, რომელთა შორისაა ჰონგ კონგი, ფილიპინები, ტაივანი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ახლო აღმოსავლეთი, სინგაპური, მალაიზია, ტაილანდი, ავსტრალია და იაპონია, ისევე როგორც განვითარებადი ბაზრები, როგორებიცაა ინდონეზია, მიანმარი, ვიეტნამი და კამბოჯა. ჯიმ ლაის კომპანიასთან კავშირი მთლიანად შეწყდა 1996 წელს და მას შემდეგ დოქტორი პიტერ ლაუ კვოკ კუინი არის კომპანიის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.

მისამართები:

თბილისი, საქართველო

პეკინის გამზ. #15, ტელ.: 2 38 07 70
----------------------------
ვაჟა-ფშაველას გამზ. #10, ტელ.: 2 38 39 70
----------------------------
სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“, ტელ.: 2 72 88 38
----------------------------
სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი, ტელ.: 597 02 99 00
----------------------------

ბათუმი, საქართველო

დემეტრე თავდადებულის ქ. #16, ტელ.: 27 16 34